კანონმდებლობასთან შესაბამისობის პოლიტიკა
რომელ კანონმდებლობას ვექვემდებარებით
პლატფორმას მართავს საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. მათ შორის: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონები.
გამყიდველის იდენტიფიკაცია
მაღაზიის გახსნა ავტომატური არ არის. თითოეული გამყიდველისგან ვიღებთ სახელს, გვარსა და პირად ნომერს, ვამოწმებთ საერთაშორისო სანქცირებულ პირთა სიებში და ამის შემდეგ ხდება ხელით დადასტურება.
სანამ მაღაზია დადასტურებული არ არის, შეკვეთის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია — ეს შეზღუდვა სისტემაშია ჩაშენებული და არა მხოლოდ წესებში.
აკრძალული პროდუქცია
პლატფორმაზე აკრძალულია კანონსაწინააღმდეგო, კონტრაფაქციული და ლიცენზირებას დაქვემდებარებული პროდუქციის გაყიდვა შესაბამისი ნებართვის გარეშე. თითოეული ნივთის განთავსებით გამყიდველი ადასტურებს, რომ ის არ არღვევს მესამე პირის უფლებებს.
დარღვევის შემთხვევაში პროდუქტს ვხსნით, განმეორებისას კი მაღაზიას ვაჩერებთ. უფლების მფლობელს შეუძლია მოგვმართოს ამ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
ასაკობრივი შეზღუდვა
მაღაზიის გახსნა შეუძლია მხოლოდ სრულწლოვან პირს (18 წელი).
საგადასახადო ვალდებულებები
თითოეული გამყიდველი დამოუკიდებლად აკეთებს საკუთარი შემოსავლის დეკლარირებას. პლატფორმა გამყიდველის საგადასახადო აგენტი არ არის.
პერსონალური მონაცემები
მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ შეკვეთის შესრულებისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. დეტალები იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
შეტყობინება დარღვევის შესახებ
თუ პლატფორმაზე შენიშნე კანონდარღვევა, შენი უფლების დარღვევა ან საეჭვო მაღაზია, მოგვწერე. შეტყობინებებს ვამუშავებთ მიღების თანმიმდევრობით.
ოპერატორი და კონტაქტი
ინდივიდუალური მეწარმე ლუკა აკოფაშვილი
ს/ნ 35301136727
საქართველო, ქალაქი რუსთავი, XX მიკრო/რაიონი, N7
ტელეფონი: +995 568 01 18 75
ელფოსტა: lukaakopa@gmail.com