ხშირი კითხვები
რა ღირს Brelo?
ყოველთვიური გადასახადი 0 ₾-ია. ვიღებთ 3%-ს მხოლოდ მაშინ, როცა ყიდი, პროდუქციის ღირებულებიდან, მიტანის ფასზე საკომისიო არ ერიცხება. სხვა გადასახადები არ არსებობს.
როგორ გავხსნა მაღაზია?
შედიხარ ელფოსტით (პაროლი არ გჭირდება), ირჩევ სახელს, brelo.ge/შენისახელი, და ამატებ პროდუქციას: სახელი, ფასი, ფოტო. მთელი პროცესი დაახლოებით 5 წუთია. შემდეგ ამ ერთ ლინკს დებ Instagram-ბიოში ან ნებისმიერ პლატფორმაზე.
როგორ მივიღებ ჩემს თანხას?
ბარათით გაყიდვები პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება, IBAN-ს პანელში უთითებ, გადარიცხვებს და ისტორიას იქვე ხედავ. ნაღდი ანგარიშსწორებისას თანხას კურიერთან იღებ პირდაპირ.
მიწოდება როგორ მუშაობს?
ორი გზა გაქვს: ჩვენი პარტნიორი საკურიერო სერვისი (თბილისში 5–7 ₾, საქართველოს მასშტაბით 7 ₾, 2–5 დღე), კურიერი შენს კართან მოდის; ან თავად აწვდი შენი ტარიფით. მყიდველი ამანათს ცოცხლად ადევნებს თვალს სათვალთვალო გვერდიდან.
ანგარიში მჭირდება საყიდლად?
არა. მყიდველს მხოლოდ სახელი, ტელეფონის ნომერი და მისამართი სჭირდება, არც რეგისტრაცია, არც პაროლი.
როგორ გადავიხადო?
ბარათით, Apple Pay-თ, Google Pay-თ, ბანკის განვადებით/განაწილებით ან ნაღდით კურიერთან. გადახდები ბანკის დაცული სისტემით მუშაობს, Brelo შენი ბარათის მონაცემებს ვერ ხედავს.
სად არის ჩემი შეკვეთა?
ყოველ შეკვეთას თავისი სათვალთვალო გვერდი აქვს, ლინკი ელფოსტაზე მოგდის და შეკვეთის დასრულების გვერდზეც ჩანს. ლინკი დაკარგე? გვერდის ბოლოში „იპოვე შენი შეკვეთა", ელფოსტას წერ, ერთჯერადი კოდით ადასტურებ და ყველა შენი შეკვეთა იქვე გამოჩნდება.
ნივთი დაზიანებული მოვიდა ან არ მომეწონა
ჯერ გამყიდველს მიმართე, მისი კონტაქტი მაღაზიის გვერდზეა. კანონით, დისტანციურად ნაყიდი ნივთის დაბრუნება 14 დღეში შეგიძლია, დეტალები დაბრუნების პირობების გვერდზეა.