გამყიდველის ხელშეკრულება
1. მხარეები და ხელშეკრულების დადება
1.1. პლატფორმა — ინდივიდუალური მეწარმე ლუკა აკოფაშვილი (ს/ნ 35301136727), რომელიც ოპერირებს ვებგვერდს brelo.ge (შემდგომ „Brelo“).
1.2. გამყიდველი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც Brelo-ზე ხსნის მაღაზიას საკუთარი ნივთების გასაყიდად.
1.3. ეს დოკუმენტი საჯარო ოფერტია. მაღაზიის შექმნით გამყიდველი სრულად ეთანხმება მის პირობებს. თანხმობის ფაქტი და ვერსია ფიქსირდება Brelo-ს სისტემაში თარიღთან ერთად.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. გამყიდველი ავალებს Brelo-ს, ხოლო Brelo კისრულობს, გამყიდველის სახელით და მისივე ხარჯზე უზრუნველყოს გამყიდველის ნივთების ონლაინ განთავსება, შეკვეთების მიღება, მყიდველთან ანგარიშსწორება და თანხის გამყიდველისთვის გადაცემა.
2.2. Brelo არ არის ნივთის მესაკუთრე და არ არის გამყიდველი. Brelo უწევს მომსახურებას გამყიდველს.
2.3. ნასყიდობის ხელშეკრულება იდება უშუალოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის.
3. საკომისიო
3.1. Brelo-ს ანაზღაურება არის საკომისიო, რომელიც გამოითვლება ნივთების ღირებულებიდან (მიტანის საფასურის გარეშე):
- ბარათით გადახდილ შეკვეთაზე — 5%, რომელშიც შედის ბანკის ეკვაირინგის ხარჯი;
- ნაღდი ანგარიშსწორების შეკვეთაზე — 3%.
3.2. ბარათით გადახდილ შეკვეთაზე გამყიდველი იღებს ნივთების ღირებულების 95%-ს.
3.3. საკომისიოს განაკვეთის ცვლილება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების ახალი ვერსიის გამოქვეყნებით და გამყიდველის მიერ მისი მიღებით (პუნქტი 8.2).
4. ანგარიშსწორება
4.1. მყიდველის მიერ ბარათით გადახდილი თანხა Brelo-ს ანგარიშზე შემოდის გამყიდველის სახელით. ეს თანხა გამყიდველის კუთვნილებაა და Brelo-სთან ინახება მხოლოდ დროებით, გამყიდველისთვის გადასაცემად. იგი არ არის Brelo-ს შემოსავალი.
4.2. Brelo-ს შემოსავალია მხოლოდ მე-3 პუნქტით განსაზღვრული საკომისიო.
4.3. ნივთის მიტანის დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, Brelo გამყიდველს ურიცხავს მისთვის კუთვნილ თანხას საკომისიოს დაკავებით, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
4.4. გადარიცხვის დანიშნულებაში მიეთითება, რომ თანხა ნავაჭრიდან გამყიდველის კუთვნილია და საკომისიო დაკავებულია.
4.5. ნაღდი ანგარიშსწორებისას მყიდველის თანხას იღებს გამყიდველი, ხოლო საკომისიო აღირიცხება გამყიდველის ბალანსზე დავალიანების სახით. დავალიანების 50 ლარზე გადაჭარბებისას ნაღდი ანგარიშსწორება ავტომატურად ითიშება მის დაფარვამდე.
4.6. შეკვეთის გაუქმების ან მყიდველის მიერ ნივთზე უარის თქმის შემთხვევაში საკომისიო არ ერიცხება, ხოლო უკვე დარიცხული — უქმდება.
5. გამყიდველის ვალდებულებები
5.1. ნივთების სწორად და სრულად აღწერა, ფასის ჩათვლით.
5.2. შეკვეთის დროული შესრულება და მიტანისთვის მომზადება.
5.3. კანონმდებლობის დაცვა, მათ შორის საკუთარი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. გამყიდველი დამოუკიდებლად აკეთებს საკუთარი შემოსავლის დეკლარირებას.
5.4. აკრძალულია კანონსაწინააღმდეგო, ყალბი ან ლიცენზირებას დაქვემდებარებული ნივთების გაყიდვა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
5.5. ანგარიშსწორებისთვის საჭირო ზუსტი მონაცემების მიწოდება და მათი განახლება.
6. Brelo-ს ვალდებულებები
6.1. მაღაზიისა და შეკვეთების მიღების ტექნიკური საშუალების უზრუნველყოფა.
6.2. მიღებული თანხის გადაცემა მე-4 პუნქტის შესაბამისად.
6.3. გამყიდველისთვის მისი გაყიდვების, საკომისიოსა და გადარიცხვების ხილვადობა.
7. პასუხისმგებლობა
7.1. ნივთის ხარისხზე, აღწერის სისწორეზე, მიტანასა და მყიდველის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებელია გამყიდველი.
7.2. Brelo პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და გამყიდველისთვის გადასაცემი თანხის სრულყოფილად გადაცემაზე.
7.3. Brelo უფლებამოსილია შეაჩეროს მაღაზია განმეორებითი საჩივრების, მყიდველის შეცდომაში შეყვანის, კანონდარღვევის ან დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში. შეჩერება არ ათავისუფლებს Brelo-ს უკვე მიღებული თანხის გადაცემის ვალდებულებისგან.
8. მოქმედების ვადა, ცვლილება და შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულება ძალაშია მაღაზიის შექმნის დღიდან, უვადოდ.
8.2. ცვლილებისას ქვეყნდება ახალი ვერსია. გამყიდველი გაფრთხილდება მაღაზიის მართვის პანელში და ცვლილება მისთვის ძალაში შედის მისი დადასტურების შემდეგ.
8.3. გამყიდველს ნებისმიერ დროს შეუძლია მაღაზიის დახურვა. შეწყვეტა არ ეხება უკვე განთავსებულ შეკვეთებს და უკვე წარმოშობილ ანგარიშსწორებას.
9. პერსონალური მონაცემები
9.1. მონაცემების დამუშავება ხდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
9.2. მყიდველის მონაცემები გამყიდველს გადაეცემა მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით და სხვა მიზნით მისი გამოყენება აკრძალულია.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
10.2. დავა წყდება მოლაპარაკებით, შეუთანხმებლობისას — საქართველოს სასამართლოში.
10.3. კითხვები: lukaakopa@gmail.com
10.4. მყიდველებთან დაკავშირებული პირობები იხილეთ წესებსა და პირობებში.