← Brelo

გადახდის პოლიტიკა

განახლდა: სექტემბერი 2026

რითი შეგიძლია გადაიხადო

ქართული ბანკების Visa და Mastercard ბარათებით, ასევე მობილური საფულეებით (Apple Pay, Google Pay). ალტერნატივად — ნაღდი ფულით კურიერთან, თუ გამყიდველი ამ ვარიანტს სთავაზობს.

ვალუტა

ყველა ფასი და ყველა გადახდა ქართულ ლარშია (GEL). სხვა ვალუტაში კონვერტაცია ჩვენს მხარეს არ ხდება.

როდის ჩამოგეჭრება თანხა

ბარათით გადახდისას თანხა ერთჯერადად ჩამოიჭრება შეკვეთის განთავსების მომენტში. განმეორებითი ან ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება — გამოწერები და შენახული ბარათები Brelo-ს არ აქვს.

კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებისას გადახდა ხდება ნივთის ჩაბარებისას, უშუალოდ კურიერთან.

რას იხდი

ნივთის ფასს და მიტანის საფასურს, ორივე ნაჩვენებია შეკვეთამდე. ბარათით გადახდას დამატებითი საკომისიო არ ახლავს — მყიდველისთვის ბარათით და ნაღდით ერთი და იგივე ჯამი გამოდის.

საკომისიო გამყიდველისთვის

პლატფორმა საკომისიოს იღებს გამყიდველისგან და არა მყიდველისგან: 5% ბარათით გადახდილ შეკვეთაზე (მოიცავს ბანკის ეკვაირინგის ხარჯს) და 3% ნაღდი ანგარიშსწორებისას. იხილე გამყიდველის ხელშეკრულება.

ვინ არის გადახდის მიმღები

გადახდას იღებს პლატფორმის ოპერატორი, რომელიც შემდეგ ურიცხავს გამყიდველს. თანხის დაბრუნებაც ჩვენი ანგარიშიდან ხდება.

დაბრუნება

ბარათით გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე. პირობები და ვადები იხილე დაბრუნების პირობებში.

გადახდა ვერ შესრულდა

თუ გადახდა ვერ დასრულდა, შეკვეთა არ იქმნება და თანხა არ იჭრება. თუ ამონაწერში ხედავ დაკავებულ თანხას შეუსრულებელ შეკვეთაზე, დაგვიკავშირდი — ასეთი ავტორიზაცია ბანკის მიერ ავტომატურად უქმდება.

ოპერატორი და კონტაქტი

ინდივიდუალური მეწარმე ლუკა აკოფაშვილი
ს/ნ 35301136727
საქართველო, ქალაქი რუსთავი, XX მიკრო/რაიონი, N7

ტელეფონი: +995 568 01 18 75
ელფოსტა: lukaakopa@gmail.com