გაცვლა და დაბრუნება

თუ ნივთი არ მოგერგო, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლია გაცვალო ან დააბრუნო, მიზეზის მითითების გარეშე.

პირობები

  • ნივთი ნახმარი და გარეცხილი არ უნდა იყოს.
  • იარლიყები და ორიგინალი შეფუთვა უნდა შეინახო.
  • დაგჭირდება შეკვეთის ნომერი.
  • ჰიგიენური მიზეზით არ ბრუნდება საცვალი და საცურაო, თუ დამცავი სტიკერი მოხსნილია.

როგორ დავაბრუნო

მოგვწერე hello@brelo.ge-ზე ან დაგვირეკე +995 568 01 18 75, მიუთითე შეკვეთის ნომერი. კურიერს ჩვენ გამოგიგზავნით.

დაბრუნების მიწოდების ღირებულება

დაბრუნების მიწოდების ხარჯს მყიდველი ფარავს: 10 ₾, რომელიც დასაბრუნებელ თანხას გამოაკლდება. თუ ნივთს ხარვეზი აქვს ან სხვა ნივთი მიიღე, დაბრუნება უფასოა და მიწოდების თანხასაც დაგიბრუნებთ.

თანხის დაბრუნება

ნივთის მიღებისა და შემოწმების შემდეგ თანხა იმავე გზით დაგიბრუნდება, არაუგვიანეს 14 დღისა (ჩვეულებრივ 5 სამუშაო დღეში). ბანკს ასახვას შეიძლება რამდენიმე დამატებითი დღე დასჭირდეს.

გაცვლა

სხვა ზომაზე გაცვლა უფასოა, მიწოდების ჩათვლით. რადგან ნივთს ბრენდთან ვუკვეთავთ, ახალ ზომას მიწოდებას ისევ საშუალოდ 14 დღე სჭირდება.