Sunspel
Sunspel 1860 წელს ინგლისში, ნოთინგემში დააარსა თომას ჰილმა. თავიდან ბამბის თხელ საცვლებს და მაისურებს კერავდნენ. ერთ-ერთი პირველი მაისური სწორედ მათ შექმნეს, Classic მაისურს კი დღემდე საკუთარ ფაბრიკაში, ლონგ-იტონში კერავენ. დღეს Sunspel ცნობილია ხარისხიანი ბამბის მაისურებით, პოლოებით და მარტივი, კარგად ნაქსოვი სვიტერებით.


